Saturday, April 4, 2015

მე-9 დღე

მოვუსმინეთ კოლეგების პრეზენტაციებს.გავიზიარეთ ერთმანეთის აზრი და ავტვირთეთ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. მადლობას ვუხდი ჩემს ტრენერს მაია ბაზღაძეს და ვუსურვებ უდიდეს ბედნიერებას.
დავით აღმაშენებელი

Sunday, March 29, 2015

მე-8დღე

 მე-8 დღეს ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლებაზე, თუ რა ტიპის დავალებები უნდა მიეცეს სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს. ასევე ვისაუბრეთ მასწავლებელი როგორც ფასილიტატორი. დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონში მუშაობა და მოვემზადეთ პრეზენტაციისათვის.

Saturday, March 28, 2015

მე-7 დღე

დღეს გვქონდა საუბარი შეფასების რუბრიკებზე, როგორ უნდა მოხდეს ინდივიდუალური და კოლაბორაციული შეფასება. ამ მოდულში გავეცანით თუ როგორ გამოვიყენოთ რუბრიკები ქულების მინიჭებისას.

Sunday, March 22, 2015

მე-6 დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, გაზეთის შექმნა. პროექტის გეგმის შაბლონში პროცედურების გაწერა.

Saturday, March 21, 2015

მე-5 დღე

 დღეს დავასრულეთ პროექტის პრეზენტაცია.
საუბარი გვქონდა საავტორო უფლებების დაცვაზე როგორ ხდება გუგლიდან ინფორმაციის  გადმოწერა და დრაივში მასალის ატვირთვა, ინფორმაციის შენახვა.

Sunday, March 15, 2015

მე-4დღე

ვიმუშავე შეფასების დროის ჩარჩოზე.დავადგინე მოსწავლეთა საჭიროებები. ვიმუშავე გეგმის გაწერაზე.  გავანაწილე დავალებები,  შევედი ბლოგზე და გამოვაქვეყნე.

Saturday, March 14, 2015

მე-3დღე


  1. გეგმის შაბლონზე მუშაობა
  2. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
  3. ეროვნული სასწავლო გეგმის განსაზღვრა ჩემი პროექტისთვის
  4. ს.დ ზოგადი კითხვების განსაზღვრა ჩემი თემისთვის.